воскресенье, 22 декабря 2013 г.

მეცხრე დღე

     ტრენინგის დაწყებისთანავე მიმოვიხილეთ საშინაო დავალება.

     მოვახდინეთ ჯგუფის წევრების პროექტების პრეზენტაცია;
     ტრენინგ-კურსის განმავლობაში ნამუშევარი პორტფოლიო ავტვირთე google              drive-ში
     ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია.
     შევაჯამეთ ტრენინგ კურსი.

суббота, 21 декабря 2013 г.

მერვე დღე

     ტრენინგის დაწყებისთანავე მიმოვიხილეთ საშინაო დავალება.

     ტრენერმა გვასწავლა ფასილიტაციის მასალის შექმნა და პრაქტიკულად შევასრულეთ იგი.
      დავხვეწეთ ჩვენი პროექტის გეგმა და სრულყოფილი სახე მივეცით მას.
      პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.
      ტრენერმა გვაჩვენა და გვასწავლა საპრეზენტაციო პროგრამებში ჰიპერლინკების მიბმა, რაც განსაკუთრებით მომეწონა და ვთვლი, რომ პრაქტიკაში ძალიან გამომადგება..
      ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია.
       დღევანდელი ტრენინგიც  საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

воскресенье, 15 декабря 2013 г.

მეშვიდე დღე



      ჩვეულებისამებრ, დღე დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით.
      ტრენერმა უპასუხა ჯგუფის წევრების შეკითხვებს და დაგვეხმარა პრობლემური საკითხების გარკვევაში.
      პროექტზე მუშაობისას ვისაუბრეთ ყველა მოსწავლის საჭიროებაზე და გავითვალისწინეთ გეგმის დახვეწა-სრულყოფის დროს.
      ისევ დავუბრუნდით ბლოგს და ვიმუშავეთ მასზე. განვიხილეთ პიკასას ალბომი და პრაქტიკულად განვახორციელეთ ნასწავლი.
        ამის შემდეგ გავაკეთეთ რეფლექსია..

суббота, 14 декабря 2013 г.

მეექვსე დღე


ტრენინგის მე-6 დღე

    ტრენინგის მეექვსე დღე, როგორც წინა დღეები, დავიწყეთ შესწავლილი მასალის გამეორებით. ტრენერმა პასუხი გასცა ყველა ჩვენ მიერ დასმულ კითხვას. დავათვალიერეთ და გავეცანით პროექტების შეფასების რუბრიკებს, რომლებიც, ვფიქრობ, გამომადგება ნიმუშებად ჩემს შემდგომ საქმიანობაში.
    ტრენერმა გაგვაცნო ვორდის ახალი ინსტრუმენტი, SmartArt, რომელსაც, ალბათ, აქტიურად გამოვიყენებ.
     ვიმუშავეთ ბლოგში გვერდების შექმნაზე.
     გავაკეთეთ რეფლექსია.
     დღემ  საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა

понедельник, 9 декабря 2013 г.

მეხუთე დღე




   ტრენინგის მეხუთე დღე ისევ შესწავლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ. რადგან წინა  შეხვედრის დროს ინტერნეტი გამორთული იყო, დღეს ვიმუშავეთ სტანდარტზე და კონკრეტულად განვსაზღვრეთ ჩვენ-ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი სტანდარტები.განვიხილეთ საავტორო უფლებები, კომენტარები ბლოგზე და პრაქტიკულად განვახორციელეთ, ერთმანეთს გავუგზავნეთ კომენტარები
   ტრენერის მითითებით გავარჩიეთ ბლოგის ინსტრუმენტები: Link, სათაურისა და მისამართის შეცვლა, ვიმუშავეთ დიზაინზე, ბლოგის წაშლა-აღდგენაზე, შევითავსეთ მოსწავლის ფუნქცია და შევქმენით ახალი ბლოგი. დიდი ინტერესი გამოიწვია გაჯეტების შესწავლამ.
      ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

მეხუთე დღე


     ტრენინგი დავიწყეთ მასალის გამეორებით, დავხვეწეთ და სრულყოფილი სახე მივეცით ბუკლეტს, შევავსეთ სურათებით. დავხვეწეთ პროექტის გეგმა და მოვამზადეთ პროექტის  პრეზენტაციის, რომელიც ავტვირთეთ ფოსტის დრაივში. ბლოგის ინსტრუმენტები გავარჩიეთ და პრეზენტაცია გადავიტანეთ ბლოგში. 
      ტრენინგის მეოთხე დღეც  საინტერესოდ წარიმართა. 


воскресенье, 1 декабря 2013 г.

მესამე დღე



ახალი მასალის გაცნობამდე გავიმეორეთ უკვე ნასწავლი მასალა. პროექტის განხორციელებისათვის დასახმარებელი სტანდარტი, ვიმუშავეთ სასწავლოპროექტის გეგმაზე, განვიხილეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, დავადგინეთ პროექტის მიზნები, შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. გავაკეთეთ რეფლექსია.

суббота, 30 ноября 2013 г.

მეორე დღე



ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ წინა დღის გახსენებით. განვიხილეთ საშინაო დავალება_ მიმოვიხილეთ  პროექტეების იდეები. ტრენინგის მსვლელობის დროს გავეცანით პუბლიკაციის მომზადების შაბლონებს. გავიხსენეთ ვორდის ინსტრუმენტები, დავიწყეთ ბუკლეტის დამზადება, რომელმაც დაინტერესებულ პირს უნდა აუხსნას , თუ რატომ არის კონკრეტული პროექტი საინტერესო.

ტრენინგის მსვლელობის დროს, სამწუხაროდ, არ გვქონდა ინტერენტი, მაგრამ, ამის მიუხედავად,ტრენერის წინდახედულობის წყალობით, მასალა ატვირთული დაგვხვდა და დღემ საინტერესოდ ჩაიარა ბუკლეტების ნიმუშები.

воскресенье, 24 ноября 2013 г.

პირველი დღე



დღეს, 24ნოემბერს, გორის მე-7 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგის, ,, ინტელის სასწავლო კურსის", პირველი დღე, რომელიც ჩაატარა ტრენერმა ქეთევან ცერაძემ. გაცნობისა და წარდგენის შემდეგ დაგვათვალიერებინა სასწავლო კურსის გზამკვლევი, გაგვაცნო ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლის უნარ-ჩვევები და კურსის მოდულები. თეორიული მასალის შემდეგ შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები. გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებსა და ჩეკლისტს, კოლეგების მიერ შექმნილ პროექტების ნიმუშებს. ვიმუშავეთ ბლოგების შექმნაზე და გავაკეთეთ რეფლექსია. ტრენინგის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.