ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ წინა დღის გახსენებით. განვიხილეთ საშინაო დავალება_ მიმოვიხილეთ პროექტეების იდეები. ტრენინგის მსვლელობის დროს გავეცანით პუბლიკაციის მომზადების შაბლონებს. გავიხსენეთ ვორდის ინსტრუმენტები, დავიწყეთ ბუკლეტის დამზადება, რომელმაც დაინტერესებულ პირს უნდა აუხსნას , თუ რატომ არის კონკრეტული პროექტი საინტერესო.
суббота, 30 ноября 2013 г.
воскресенье, 24 ноября 2013 г.
პირველი დღე
დღეს, 24ნოემბერს, გორის მე-7 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგის, ,, ინტელის სასწავლო კურსის", პირველი დღე, რომელიც ჩაატარა ტრენერმა ქეთევან ცერაძემ. გაცნობისა და წარდგენის შემდეგ დაგვათვალიერებინა სასწავლო კურსის გზამკვლევი, გაგვაცნო ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლის უნარ-ჩვევები და კურსის მოდულები. თეორიული მასალის შემდეგ შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდეები. გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებსა და ჩეკლისტს, კოლეგების მიერ შექმნილ პროექტების ნიმუშებს. ვიმუშავეთ ბლოგების შექმნაზე და გავაკეთეთ რეფლექსია. ტრენინგის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)